ავტორიზაცია

კვარაცხელია მოიხსენიეს არა ქართველად, არამედ ალბანელად - იტალიური პრესის უხეში შეცდომა

კვარაცხელია მოიხსენიეს არა ქართველად, არამედ ალბანელად - იტალიური პრესის უხეში შეცდომა
თარიღი 04 Apr 2022, 11:54

Calciomercato-მ ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" შესაძლო გადასვლის შესახებ დაწერა. აღსანიშნავია, რომ იტალიურმა გამოცემამ ქართველი გარემარბი შეცდომით ალბანელად მოიხსენია:

"რუსეთსა და უკრაინას შორის ომი აუცილებლად აისახება საფეხბურთო სამყაროზე, ასევე სატრანსფერო ბაზარზეც. კვარაცხელია და რუბინი იძულებულები გახდნენ თანამშრომლობა გაეწყვიტათ.

ეს ფაქტი კი ნაპოლისთვის მწვანე შუქია. კლუბი ალბანელ გარემარბს გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკვირდებოდა. შესაბამისად, შესაძლოა პარტენოპეიში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდეს.

ინისინეს შემცვლელი გახდეს, რომელიც სეზონის ბოლოს ტორონტოში გადავა", - წერს Calciomercato. შეგახსენებთ, ბათუმის "დინამოს" ვინგერმა "თათრებთან" კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა.

აქედან გამომდინარე, "აძურიში" ან სხვა რომელიმე კლუბში ტრანსფერის შემთხვევაში, 22-წლის ფლანგელის სანაცვლოდ თანხას მიიღებენ სწორედ აჭარლები, "წითელ-მწვანეები" კი გარკვეულ პროცენტს.