VIDEO: ბენზემას შოუ ლონდონშიც გაგრძელდა! - რეალმა კვლავ ფრანგის ჰეტ-ტრიკით იმარჯვა
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში მადრიდის "რეალი" "სტემფორდ ბრიჯზე" ესტუმრა ლონდონის "ჩელსის", რომელიც ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
"სამეფო კლუბის" მხრიდან სამივე გოლი გაიტანა კარიმ ბენზემამ, რომელმაც ედუარდ მენდის კარი ორჯერ თავურით აიღო, შემდეგ კი მისი შეცდომითაც ისარგებლა.
"არისტოკრატების" მხრიდან კი გოლი კაი ჰავერცმა გაიტანა. "ბლანკოსსა" და "ლურჯებს" შორის განმეორებით შეხვედრა გაიმართება 12 აპრილს, "სანტიაგო ბერნაბეუზე".
"მოსაწყენ პასუხს გაგცემთ", - ტუხელს ჰკითხეს, რომელ ერთ ფეხბურთელს წამოიყვანდა რეალიდან ჩელსიში