ავტორიზაცია

"განსაკუთრებით მესამე გოლით ვარ კმაყოფილი", - ბენზემა ჩელსის კარში შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ

"განსაკუთრებით მესამე გოლით ვარ კმაყოფილი", - ბენზემა ჩელსის კარში შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ
თარიღი 07 აპრ 2022, 10:52

"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალურ მატჩში "ჩელსისთან" (3:1) "სტემფორდ ბრიჯზე" გამართულ მატჩში შესრულებული ჰეთ-თრიქის შემდეგ განაცხადება გააკეთა.

"ასეთი საღამოები, როგორც "პსჟ"-სთან დაპირისპირება, ჯადოსნურია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და პირველივე წუთებიდან შესანიშნავად ვითამაშეთ".

"ყველაფერი რიგზე გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლებთ. კარგია, როცა "რეალი" ასეთ მდგომარეობაშია".

"ჰეთ-თრიქი ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მესამე ბურთით ვარ კმაყოფილი, რადგან იმ მომენტში გამოუყენებელ მომენტზე ვფიქრობდი".

"ანჩელოტი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, მისი ნამდვილად გვჯერა".

"წინ საპასუხო მატჩია და ძალებს არ დავზოგავთ იმისათვის, რათა წარმატებას მივაღწიოთ", - ციტირებს ბენზემას სიტყვებს Marca.