ავტორიზაცია

ტუხელი: "ჩემი ხელმძღვანელობით ჩელსიმ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა, სიტუაცია საგანგაშოა"

ტუხელი: "ჩემი ხელმძღვანელობით ჩელსიმ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პირველი ტაიმი ჩაატარა, სიტუაცია საგანგაშოა"
თარიღი 07 Apr 2022, 11:37

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" განცდილი მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, ლონდონელებმა მადრიდელებთან პირველი 1/4 ფინალური მატჩი შინაურ კედლებში ანგარიშით 1:3 წააგეს.

"მძიმე მარცხი. რაც აქ ვმუშაობ, "სტემფორდ ბრიჯზე" ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. იმდენად შორს ვიყავით ჩვენი სტანდარტებისგან, რამდენადაც შესაძლებელია, ამიტომაც ვერ დავიჩივლებთ".

"ჩვენს დონეზე უნდა დავბრუნდეთ. პირველი ტაიმი "ბრენტფორდთან" (1:4) გამართული შეხვედრის მეორე ტაიმის გამეორება იყო. შაბათის მატჩისთვის უნდა განვეწყოთ და "ბერნაბეუზე" გამგზავრებაზე არ ვიფიქროთ".

"შესვენებაზე ტაქტიკა შევცვალეთ, ყველაფრის გამოსწორება გვინდოდა და ვფიქრობდი, რომ "რეალი" თავისუფალ სივრცეებს საკმარისად ტოვებდა, მაგრამ ძალიან შორს ვიყავით იმისგან, რაც მოგვეთხოვება".

"ეს ყველაფერი ხუთი დღის წინ განვიხილეთ. ხუთ დღეში 7 გოლი გავუშვით. არაფერი შეცვლილა. საგანგაშო სიტუაციაა", - განუცხადა გერმანელმა სპეციალისტმა BT Sport-ს.