კიმიხი ვილიარეალთან მატჩის შემდეგ: "უნდა ვაღიაროთ - მაინც კარგია, რომ მხოლოდ 0:1 წავაგეთ"

"ბაიერნის" ნახევარმცველი, ჯოშუა კიმიხი კმაყოფილია, რომ მიუნხენური გრანდი "ვილიარეალთან" მხოლოდ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური მატჩის ეგიდით, "რეკორდმაისტერი" "ყვითელ წყალქვეშა ნავს" ესტუმრა და 0:1 წააგო.
"პირველ ტაიმში თამაშში საერთოდ ვერ შევედით. შესვენების შემდეგ უფრო ხშირად ვრისკავდით, ბოლოს კი ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდა".
"გულახდილები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ მაინც კარგია, აქედან მხოლოდ 0:1 მარცხით რომ მივდივართ", - ციტირებს "ბაიერნის" მცველის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
ცნობისთვის, მიუნხენური გრანდი "ვილიარეალთან" საპასუხო შეხვედრას 12 აპრილს, "ალიანც არენაზე" გამართავს.