ავტორიზაცია

"მეორე ტაიმი ნამდვილი სიგიჟე იყო, შეიძლებოდა კიდევ ორი ბურთი გაგვეშვა", - ნაგელსმანი ვილიარეალთან მარცხზე

"მეორე ტაიმი ნამდვილი სიგიჟე იყო, შეიძლებოდა კიდევ ორი ბურთი გაგვეშვა", - ნაგელსმანი ვილიარეალთან მარცხზე
თარიღი 07 აპრ 2022, 12:26

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ჩემპიონთა ლიგაზე "ვილიარეალთან" სტუმრად განცდილ მარცხს დამსახურებული უწოდა.

მოგეხსენებათ, მიუნხენურმა გრანდმა "ყვითელ წყალქვეშა ნავთან" პირველი 1/4 ფინალური შეხვედრა ანგარიშით 0:1 დათმო.

"წაგება დავიმსახურეთ. გუნდი კარგად არ გამოიყურებოდა", - ციტირებს "რეკორდმაისტერის" დამრიგებლის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.

"პირველ ტაიმში დაცვაში სიძლიერე გვაკლდა, თავდასხმაში კი მომენტებს ვერ ვქმნიდით. მეორე ნახევარი კი ნამდვილი სიგიჟე იყო".

"კონტროლი დავკარგეთ, რადგან სასოწარკვეთილები ვცდილობდით გოლის გატანას, მაგრამ შეიძლებოდა კიდევ ორი ბურთი აქეთ გაგვეშვა", - დასძინა ნაგელსმანმა.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის მატჩში გოლის გატანა 2019 წლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა.

მიუნხენური გრანდი "ვილიარეალთან" საპასუხო შეხვედრას 12 აპრილს, "ალიანც არენაზე" გამართავს.