ავტორიზაცია

ემერი: "მინდა, რომ ბაიერნი საპასუხო მატჩშიც დავამარცხოთ, ვილიარეალი გაჩერებას არ აპირებს"

ემერი: "მინდა, რომ ბაიერნი საპასუხო მატჩშიც დავამარცხოთ, ვილიარეალი გაჩერებას არ აპირებს"
თარიღი 07 Apr 2022, 12:33

"ვილიარეალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალურ მატჩში "ბაიერნთან" (1:0) მოპოვებული გამარჯვება შეაფასა.

"არ ვაპირებთ, დღევანდელი კარგი თამაშით შემოვიფარგლოთ. ვეცდებით, "ბაიერნი" კიდევ ერთხელ დავამარცხოთ", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

"ანგარიშით 1:0 გამარჯვება საკმარისი არ არის. "ბაიერნი" ფავორიტია, მისთვის მარცხი ნორმალური არ არის. შეგვიძლია გავიხაროთ, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ".

"წინ კიდევ 90 წუთია და "ბაიერნის" დამარცხება მინდა. იმედგაცრუებული დავრჩები, თუ ამას ვერ მივაღწევთ, მიუხედავად დღევანდელ მატჩში ნაჩვენები კარგი თამაშისა", - დასძინა ემერიმ.

ცნობისთვის, "ბაიერნსა" და "ვილიარეალს" შორის საპასუხო დაპირისპირება 12 აპრილს, მიუნხენში გაიმართება.