ავტორიზაცია

ფერდინანდი: "ბენზემა რონალდუს ჩრდილიდან გამოვიდა და ახლა მსოფლიოში საუკეთესო ცხრიანია"

ფერდინანდი: "ბენზემა რონალდუს ჩრდილიდან გამოვიდა და ახლა მსოფლიოში საუკეთესო ცხრიანია"
თარიღი 07 აპრ 2022, 12:54

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა კარიმ ბენზემას მსოფლიოს საუკეთესო "ცხრიანი" უწოდა.

მოგეხსენებათ, "რეალის" ფრანგმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსისთან" (3:1) გამართულ პირველ 1/4 ფინალურ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

"კარიმი თილისმაა. თავისი გუნდი მწვერვალზე აიყვანა", - ციტირებს ვეტერანი ფეხბურთელის სიტყვებს BBC.

"როცა კრიშტიანუ რონალდუ "რეალში" იყო, ბენზემა მოკრძალებულად რჩებოდა უკანა პლანზე, რადგან ესმოდა, რას ნიშნავდა ეს გუნდისთვის, მაგრამ ახლა ჩრდილიდან გამოვიდა".

"34 წლის არის, მსოფლიოში საუკეთესო "ცხრიანია". სხვა დონეზეა. იტანს, ასისტებს აკეთებს, თამაშს აკავშირებს", - დასძინა ფერდინანდმა.