ავტორიზაცია

ანჩელოტი: "ჩელსისთან მატჩის წინ ბენზემა სტადიონზე შესასვლელ საშვს ვერ პოულობდა და შეიძლებოდა ვერ ეთამაშა"

ანჩელოტი: "ჩელსისთან მატჩის წინ ბენზემა სტადიონზე შესასვლელ საშვს ვერ პოულობდა და შეიძლებოდა ვერ ეთამაშა"
თარიღი 07 აპრ 2022, 13:10

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ შეიძლებოდა კარიმ ბენზემას "ჩელსისთან" (3:1) გამართულ მატჩში მონაწილეობა ვერ მიეღო.

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში ფრანგმა ფორვარდმა "არისტოკრატებს" ჰეთ-თრიქი შეუსრულა.

"მატჩის წინ ბენზემა სტადიონზე შესასვლელ საშვს ვერ პოულობდა. ვუთხარი, რომ ეჩქარა, თორემ ვერ ითამაშებდა".

"საბედნიეროდ, იპოვა", - განუცხადა "სამეფო კლუბის" მთავარმა მწვრთნელმა Amazon Prime-ს.

ცნობისთვის, მადრიდელებსა და ლონდონელებს შორის საპასუხო დაპირისპირება 12 აპრილს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.