მიულერი: "უნდა გავერთიანდეთ და საპასუხო შეხვედრაში ნამდვილი ბაიერნი ვაჩვენოთ"

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგაზე "ვილიარეალთან" გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერი" პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრაში "ყვითელ წყალქვეშა ნავთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა - 0:1.
"ვიღებთ ამ მინიმალურ მარცხს. კარგად გვესმის, რომ შეიძლებოდა ყველაფერი ბევრად უარესად დამთავრებულიყო. მეტოქე უნდა შევაქოთ".
"ახლა უნდა გავერთიანდეთ და საპასუხო მატჩში ნამდვილი "ბაიერნი" ვაჩვენოთ", - ციტირებს მიულერის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
ცნობისთვის, მიუნხენური გრანდი "ვილიარეალთან" საპასუხო შეხვედრას 12 აპრილს, "ალიანც არენაზე" გამართავს.
ემერი: "მინდა, რომ ბაიერნი საპასუხო მატჩშიც დავამარცხოთ, ვილიარეალი გაჩერებას არ აპირებს"