ავტორიზაცია

ჰეთ-თრიქი, გამარჯვება და ბრწყინვალე მიღწევა — ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა

ჰეთ-თრიქი, გამარჯვება და ბრწყინვალე მიღწევა — ბენზემა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
თარიღი 07 აპრ 2022, 14:59

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/4 ფინალური მატჩის ეგიდით, "ჩელსიმ" გუშინ "სტემჯორდ ბრიჯზე" "რეალს" უმასპინძლა.

ზემოთნახსენები დაპირისპირება მადრიდული გრანდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:3 დასრულდა - კარიმ ბენზემამ ჰეთ-თრიქი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ "ბლანკოსის" ფრანგმა ფორვარდმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მიმდინარე გათამაშებაში თავისი მე-9, მე-10 და მე-11 ბურთები შეაგდო.

ასე და ამგვარად, 34 წლის სუპერვარსკვლავი ისტორიაში პირველი ფრანგი ფეხბურთელი გახდა, რომლის აქტივშიც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 10 ან მეტი გოლია.

ჩემპიონთა თასის ჩათვლით, ბენზემა მეორე ფრანგია, ვინც აღნიშნული შედეგის დაფიქსირება შეძლო - 1958/59 წლების სეზონში ჟიუსტ ფონტენმა მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.