ავტორიზაცია

პსჟ-მ პოგბას წინადადებით მიმართა — ფრანგი თანახმაა, თუმცა უპირატესობას სხვა კლუბს ანიჭებს

პსჟ-მ პოგბას წინადადებით მიმართა — ფრანგი თანახმაა, თუმცა უპირატესობას სხვა კლუბს ანიჭებს
თარიღი 07 აპრ 2022, 16:05

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას ხელში ჩაგდებას ცდილობს.

პარიზულმა კლუბმა 29 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს წინადადებით უკვე მიმართა, წერენ ბრიტანულ მედიაში.

როგორც აღინიშნება, "პსჟ"-მ პოგბას იმაზე ნაკლები შესთავაზა, ვიდრე ამ ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გამართულ ბოლო მოლაპარაკებებში "მანჩესტერ იუნაიტედმა".

გავრცელებული ინფორმაციით, პოლი მზად არის პარიზში გადაბარგდეს, მაგრამ "იუვენტუსში" დაბრუნება ურჩევნია.

მიმდინარე სეზონში "ეშმაკუნების" ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი მიითვალა.