ავტორიზაცია

ეგვიპტის სპორტის მინისტრი: "სალაჰს სხვა კლუბში გადასვლა ვურჩიე, მაგრამ ლივერპულში დარჩენა სურს"

ეგვიპტის სპორტის მინისტრი: "სალაჰს სხვა კლუბში გადასვლა ვურჩიე, მაგრამ ლივერპულში დარჩენა სურს"
თარიღი 07 აპრ 2022, 16:23

როგორც ეგვიპტის სპორტის მინისტრი, აშრაფ სობჰი აცხადებს, "ლივერპულის" თავდამსხმელს, მოჰამედ სალაჰს მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა.

ეგვიპტელი პოლიტიკოსი 29 წლის სუპერვარსკვლავს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფში სენეგალთან მარცხის შემდეგ ესაუბრა.

"მას კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება ვურჩიე, მაგრამ ამჟამად "ლივერპულთან" კონტრაქტის გახანგრძლივება სურს", - ციტირებს სობჰის სიტყვებს BBC Sport-ი.

აღსანიშნავია, რომ სალაჰს "ლივერპულთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში მომ მერსისაიდელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.