ავტორიზაცია

პსჟ წინააღმდეგი არ არის — იუვენტუსმა დიბალას შემცვლელი პარიზში შეარჩია

პსჟ წინააღმდეგი არ არის — იუვენტუსმა დიბალას შემცვლელი პარიზში შეარჩია
თარიღი 07 აპრ 2022, 16:36

"პარი სენ ჟერმენის" შემტევმა ნახევარმცველმა, ანხელ დი მარიამ კარიერა შესაძლოა "იუვენტუსში" გააგრძელოს.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, ტურინულ გრანდს არგენტინელის ხელში ჩაგდება მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს.

34 წლის სამხრეთამერიკელში "ბებერი ქალბატონი" პაულო დიბალას შემცვლელს ხედავს, რომელსაც კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება.

თავის მხრივ, გავლენიანი ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი წერს, რომ პარიზელები დი მარიას შენარჩუნებას არ ეცდებიან და უფასოდ გაუშვებენ.

მიმდინარე სეზონში ანხელმა "პარი სენ ჟერმენის" რიგებში, სადაც 2015 წლის აგვისტოდან ირიცხება, ყველა ტურნირზე ერთად 25 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასი გააკეთა.