ავტორიზაცია

"ისეთმა ბიჭებმა, როგორებიც დონარუმა და ნავასი არიან, უნდა ითამაშონ", - ბარტეზი პსჟ-ს მეკარეების შესახებ

"ისეთმა ბიჭებმა, როგორებიც დონარუმა და ნავასი არიან, უნდა ითამაშონ", - ბარტეზი პსჟ-ს მეკარეების შესახებ
თარიღი 07 Apr 2022, 16:54

საფრანგეთის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კარის დარაჯმა, ფაბიენ ბარტეზმა "პსჟ"-ში მეკარეებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

"დონარუმამ ევრო მოიგო, თავდაჯერებულობით აღსავსე იყო, პარიზში ჩავიდა და ნავასის კონკურენტად იქცა. რა გზავნილია ეს თქვენი მეკარეებისთვის?".

"როგორ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ხვდებიან ისინი? რეალურად ვის ენდობით დიდ მატჩებში? რას ეუბნებიან ერთმანეთს მინდვრის მოთამაშეები? ყველას ეჭვები გაუჩინეთ".

"სწორედ მატჩებში პროგრესირებ და არა ვარჯიშის დროს. ისეთმა ბიჭებმა, როგორებიც ჯანლუიჯი დონარუმა და კეილორ ნავასი არიან, უნდა ითამაშონ", - ციტირებს ბარტეზის სიტყვებს L'Equipe.

შეგახსენებთ, დონარუმა "პსჟ"-ს გასულ ზაფხულს "მილანიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.