ავტორიზაცია

გნაბრი, რომლის ხელში ჩაგდებაც არაერთ გრანდს სურს, ამჟამად მხოლოდ ერთ კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

გნაბრი, რომლის ხელში ჩაგდებაც არაერთ გრანდს სურს, ამჟამად მხოლოდ ერთ კლუბთან აწარმოებს მოლაპარაკებებს
თარიღი 07 აპრ 2022, 17:11

"ბაიერნის" გარემარბი, სერჟ გნაბრი მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გერმანიის ნაკრების 26 წლის ფეხბურთელის აგენტები მხოლოდ "რეკორდმაისტერის" წარმომადგენლებს ესაუბრებიან, მიუხედავად "რეალისა" და სხვა ტოპ კლუბების მხრიდან არსებული ინტერესისა, წერს Sky Sport-ი.

გავრცელებული ინფორმაციით, გნაბრის, რომელიც ამჟამად წელიწადში დაახლოებით 10 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ანაზღაურების გაზრდა 15 მილიონამდე სურს, გუნდის სხვა ვინგერების, კინგსლი კომანისა და ლეროი სანეს მსგავსად.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნის" შემტევს კლუბთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

მიმდინარე სეზონში გნაბრიმ ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.