მანჩესტერ იუნაიტედის მომავალი მთავარი მწვრთნელი ცნობილია — ESPN
მომავალი სეზონიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ამჟამად "აიაქსის" დამრიგებელი, ერიკ ტენ ჰაგი იქნება.
როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN-ი იუწყება, ინგლისურ და ჰოლანდიურ წყაროებზე დაყრდნობით, "ეშმაკუნებმა" საბოლოო არჩევანი 52 წლის სპეციალისტზე შეაჩერეს, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ ამსტერდამს დატოვებს.
"ემიუს" აღმასრულებელი დირექტორი, რიჩარდ არნოლდი და კლუბის თანამფლობელი, ჯოელ გლეიზერი შეთანხმდნენ, რომ შესაძლო ვარიანტებიდან ტენ ჰაგი საუკეთესოა.
მანიკუნიანელთა თავკაცის პოსტზე ტენ ჰაგის ასისტენტად შესაძლოა რენე მელენსტენი ვიხილოთ, რომელიც 2007 წლიდან 2013 წლამდე ალექს ფერგიუსონის შტაბში მუშაობდა.
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედს" ამჟამად რალფ რანგნიკი წვრთნის, ამ უკანასკნელს მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და დაკავებულ პოსტს დატოვებს.