ავტორიზაცია

ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც მანჩესტერ იუნაიტედმა პოჩეტინოზე უარი თქვა

ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც მანჩესტერ იუნაიტედმა პოჩეტინოზე უარი თქვა
თარიღი 07 Apr 2022, 18:16

ცნობილი გახდა, თუ რატომ თქვა "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს მიწვევაზე უარი.

როგორც გავლენიანი გამოცემა ESPN-ი წერს, ინგლისური კლუბის გადაწყვეტილებაზე გავლენა იმ სირთულეებმა იქონია, რომლებსაც არგენტინელი ამ სეზონში პარიზელთა თავკაცის პოსტზე წააწყდა, აგრეთვე მისმა გამოსასყიდმა თანხამაც - 15 მილიონი ფუნტი.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "პსჟ"-ს "რეალთან" მარცხმაც არასახარბიელო შთაბეჭდილება დაუტოვა.

თავდაპირველად, პოჩეტინო "ემიუს" დამრიგებლად დანიშვნის მთავარი ფავორიტი გახლდათ და კლუბმა იცოდა, რომ 50 წლის სპეციალისტი კლუბში მისასვლელად მზად იყო.

თუმცა, საბოლოო ჯამში, "იუნაიტედმა" არჩევანი ერიკ ტენ ჰაგზე ("აიაქსი", გამოსასყიდი თანხა - 1,7 მლნ ფუნტი) შეაჩერა.