"რომ შემეძლოს, კონტრაქტს უკვე გავუფორმებდი", - ხავი ბარსელონაში დემბელეს მომავლის შესახებ
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" გარემარბი, უსმან დემბელე შეაქო.
– შეამჩნიეთ თუ არა, რომ დემბელე შეიცვალა?
"საქმისადმი დამოკიდებულებით და სამუშაო პროცესში ჩართულობით მაგალითს იძლევა. ვხედავ, ძალიან მოტივირებული და ბედნიერია. გამარჯვებულის ხასიათი აქვს. გასაკვირი არაა, შაბათ-კვირასაც რომ ვარჯიშობს".
– როდემდე ელოდებით იმ მომენტს, როცა გაირკვევა, დარჩება თუ არა უსმანი?
"ეს მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხია. კლუბმა ჩემი პრიორიტეტების შესახებ იცის და ამ მიმართულებით ვმუშაობთ".
"რომ შემეძლოს, კონტრაქტს უკვე გავუფორმებდი. მაგრამ საუკეთესო ფინანსურ მდგომარეობაში არ ვართ. მიუხედავად ამისა, ვიცი, კლუბი ამ საკითხზე მუშაობს", - ციტირებს "ბარსას" დამრიგებლის სიტყვებს AS-ი.
მიმდინარე სეზონში 24 წლის ფრანგმა ყველა ტურნირზე ერთად "ბლაუგრანას" მაისურით 22 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.