ავტორიზაცია

მბაპეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია — პსჟ-ში დარჩენის შანსი უფრო დიდია თუ რეალში გადასვლის?

მბაპეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია — პსჟ-ში დარჩენის შანსი უფრო დიდია თუ რეალში გადასვლის?
თარიღი 07 Apr 2022, 19:09

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელს, კილიან მბაპეს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, უღირს თუ არა კლუბში დარჩენა.

როგორც Telefoot-ის ჟურნალისტი, ჟიულიენ მეინარი იტყობინება, 23 წლის ფრანგი მოლაპარაკებებს აგრძელებს, როგორც პარიზელებთან, ასევე "რეალთან".

გავრცელებული ინფორმაციით, მბაპემ არ იცის, როგორ მოიქცეს.

მიუხედავად ამისა, კილიანი უფრო მადრიდულ გრანდში გადასვლისკენ ისწრაფვის.

ახალგაზრდა შემტევს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და კლუბი შესაძლოა თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად 38 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი პასიც მიითვალა.