ავტორიზაცია

ლა ლიგის პრეზიდენტი: "მბაპე რეალში გადავა, ჰოლანდის ბარსელონაში ტრანსფერი კი შეუძლებელია"

ლა ლიგის პრეზიდენტი: "მბაპე რეალში გადავა, ჰოლანდის ბარსელონაში ტრანსფერი კი შეუძლებელია"
თარიღი 07 აპრ 2022, 17:01

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპესა და "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერების შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ფრანგი სუპერვარსკვლავის სახელს "რეალს" უკავშირებენ, ხოლო ნორვეგიელის ხელში ჩაგდება "ბარსელონას" სურს.

"ვფიქრობ, დემბელე ლა ლიგაში არ დარჩება. მბაპე, თუ "პსჟ"-სთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, პრემიერ ლიგაში ან ლა ლიგაში წავა. ჩემი აზრით, "რეალში" აღმოჩნდება. ასეთი შეგრძნება მაქვს".

"ჰოლანდის "ბარსელონაში" გადასვლა კი შეუძლებელია", - ციტირებს ტებასის სიტყვებს Marca.

აღსანიშნავია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრების" გარდა, ერლინგის გადაბირება "მანჩესტერ სიტისა" და "რეალსაც" სურთ.