ავტორიზაცია

"მესის გარდა, რონალდუსი ყველას შურს", - რუნიმ კრიშტიანუს კომენტარს უპასუხა

"მესის გარდა, რონალდუსი ყველას შურს", - რუნიმ კრიშტიანუს კომენტარს უპასუხა
თარიღი 07 აპრ 2022, 22:17

უეინ რუნიმ კრიშტიანუ რონალდუს უპასუხა, რომელმაც ინგლისელს შურიანი უწოდა.

„ეს კომენტარი დილით ვნახე. რას ვიტყვი? ალბათ, არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუსი არ შურს.

მისი კარიერა, ტიტულები, რომელიც მან მოიგო და ფული, რომელიც გამოიმუშავა - მისი პრესი!

გავიმეორებ, ლეო მესის გარდა, კრიშტიანუსი ყველას შურს.“ - აღნიშნა რუნიმ.

რონალდუს გაღიზიანება კი იმან გამოიწვია, რომ გუშინდელ გადაცემაში რუნიმ, კარაგერთან საუბარში იუნაიტედს კრიშტიანუს გაშვებისკენ მოუწოდა.