"მისი გაკრიტიკება არ შეიძლება", - კურტუამ ჩელსის მეკარე დაიცვა
მადრიდის „რეალის“ მეკარემ ტიბო კურტუამ, „ჩელსის“ კარის დამცველი ედუარდ მენდი დაიცვა, რომელმაც გუშინდელ მატჩში შედეგიანი შეცდომა დაუშვა.
46-ე წუთზე სენეგალელი გოლკიპერი ბურთს საჯარიმოს გარეთ დახვდა და რუდიგერს ცუდი პასი გაუკეთა, მომენტით კარიმ ბენზემამ ისარგებლა და ჰეთ-ტრიკი მიითვალა.
„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუ მეკარე ცუდ პასს აკეთებ, უკან დამზღვევად არავინ გყავს და ბურთს აუცილებლად ჩაჭრიან და გოლს გაგიტანენ.
მისი დადანაშაულება არ შეიძლება, მეკარეების შეცდომებზე ძალიან ბევრს ლაპარაკობენ.“ - აღნიშნა კურტუამ.