ავტორიზაცია

"კვარაცხელიას ნაპოლიში ინსინიეს შეცვლა შეუძლია", - ვაისი

"კვარაცხელიას ნაპოლიში ინსინიეს შეცვლა შეუძლია", - ვაისი
თარიღი 08 აპრ 2022, 10:26

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა Championat.com-თან საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" შესაძლო გადასვლაზე კომენტარი გააკეთა:

"ვფიქრობ, კვარაცხელია "ნაპოლიში" გადასასვლელად მზადაა. მას ყველა საჭირო თვისება აქვს, რაც დიდი ფეხბურთის სათამაშოდაა საჭირო. თუ ტრანსფერი შედგა, ძალიან ბედნიერი ვიქნები".

"ეს კარგი გუნდია, ხვიჩას კი ინსინიეს ნაცვლად მშვიდად თამაში შეეძლება. ის დიდი ტალანტია და შეუძლია, შესანიშნავი კარიერა ააწყოს. ყველაფერი მხოლოდ ქართველზეა დამოკიდებული".

"ის უნარები, რაც ამისთვისაა საჭირო, ნამდვილად აქვს", - განაცხადა სლოვაკმა დამრიგებელმა ბათუმის "დინამოს" ახალგაზრდა გარემარბის შესახებ, რომელიც "პარტენოპეიში" დიდი ალბათობით ზაფხულში გადავა.

იტალიური პრესის ცნობით, "აძურიმ" 22-წლის ვინგერთან ხუთწლიანი კონტრაქტი წინასწარ შეათანხმეს. ხელფასის სახით კი აჭარელთა მე-20 ნომერი 1.1 მილიონს მიიღებს.