ლევანდოვსკი ბარსელონას უფრო და უფრო უახლოვდება - ესპანური პრესა
"ბარსელონა" "ბაიერნიდან" რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე მუშაობს. Diario Sport-ის ცნობით, "ბარსა" ორჯერ მაინც შეხვდა თავდამსხმელის აგენტს, პინი ზაჰავის.
ამ შეხვედრებს დადებითი შედეგი მოჰყვა. მთავარი ასპექტი იყო კარგი ურთიერთობა "ბარსას" პრეზიდენტ ხოან ლაპორტასა და პოლონელის აგენტს შორის. ჯერ კიდევ იანვარში ზაჰავიმ კატალონიელებს ლევანდოვსკის შეძენა შესთავაზა.
მხარეები მუდმივ კონტაქტზე არიან, "ბარსას" კი სრული ინფორმაცია აქვს 33 წლის ფეხბურთელის ირგვლივ არსებული სიტუაციის შესახებ. ლევანდოვსკის "ბარსელონაში" გადასვლა სურს.
ის თვლის, რომ გერმანიაში მისი კარიერის ეტაპი დასრულდა. მიუნხენურ კლუბთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები წარუმატებელია, რადგან "ბაიერნი" თავდამსხმელს 2023 წლამდე მოქმედი ხელშეკრულების გახანგრძლივებას მხოლოდ ერთი სეზონით სთავაზობს.