ტჩუამენის პსჟ-ში გადასვლა არ უნდა და უპირატესობას სხვა კლუბებს ანიჭებს, მონაკომ ფასი დაასახელა

"მონაკოს" ჩამშლელს, ორელიენ ტჩუამენის კარიერის ლიგა 1-ში გაგრძელება არ უნდა.
როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელი უცხოურ კლუბში გადასვლას ისურვებდა, მიუხედავად "პსჟ"-ს მხრიდან არსებული სერიოზული ინტერესისა.
ახალგაზრდა ნახევარმცველის ხელში ჩაგდება მადრიდის "რეალს" უნდა. აგრეთვე, "ჩელსიც" იბრძვის საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, "მონაკოს" ტჩუამენის სანაცვლოდ არანაკლებ 50 მილიონი ევროს მიღება სურს.
მიმდინარე სეზონში ორელიენმა ყველა ტურნირზე ერთად 43 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.