რა გავლენას მოახდენს ფეირ პლეისთან დაკავშირებული ცვლილებები პსჟ-ში მბაპეს მომავალზე?

"პსჟ"-ს ხელმძღვანელობას გუნდის თავდამსხმელ კილიან მბაპესთან კონტრაქტის გახანგრძლივების იმედი აქვს.
როგორც Marca იტყობინება, L'Equipe-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, პარიზელები ფიქრობენ, რომ ფინანსური ფეირ პლეის მოდელის შეცვლის შემდეგ 23 წლის სუპერვარსკვლავს უფრო სარფიან შეთავაზებას გაუკეთებენ და ამით დაარწმუნებენ დარჩენაში.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, უეფა კლუბებს სეზონში მიღებული შემოსავლის 70%-ზე მეტის დახარჯვას მოსთხოვს, მაგრამ გარდამავალ პერიოდს სამი წელი დასჭირდება.
2023 წელს შემოსავლების 90 პროცენტამდე დახარჯვა იქნება შესაძლებელი, სწორედ ამით სურს სარგებლობა "პსჟ"-ს.
მოგეხსენებათ, მბაპეს პარიზელებთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ამ ზაფხულს ეწურება და მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ჯერ არ შეთანხმებულან.