ავტორიზაცია

ფერანი: "მზად ვარ დემბელე მოვიტაცო, რათა ბარსელონაში დარჩეს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში"

ფერანი: "მზად ვარ დემბელე მოვიტაცო, რათა ბარსელონაში დარჩეს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში"
თარიღი 08 აპრ 2022, 17:53

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ფერან ტორესმა კატალონიელთა გარემარბის, უსმან დემბელეს მომავალზე განცხადება გააკეთა.

ესპანელ ფეხბურთელს სურს, რომ ფრანგი შემტევი, რომელსაც ზაფხულში კონტრაქტის ვადა ეწურება, "ბლაუგრანაში" დარჩეს.

"მოვიტაცებდი იმისათვის, რათა "ბარსაში" დარჩეს. კარგი კლუბია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო".

"მაგრამ არის საკითხები, რომლებთანაც ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებებს ვუსურვებ", - ციტირებს ტორესის სიტყვებს Marca.

მიმდინარე სეზონში დემბელემ ყველა ტურნირზე ერთად "ბარსას" მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.