ავტორიზაცია

რას ფიქრობს რანგნიკი მანჩესტერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტენ ჰაგის შესაძლო დანიშვნაზე?

რას ფიქრობს რანგნიკი მანჩესტერის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტენ ჰაგის შესაძლო დანიშვნაზე?
თარიღი 08 აპრ 2022, 18:00

"მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, რალფ რანგნიკს გუნდის თავკაცად ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნის იდეა მოსწონს.

მანიკუნიანელთა დამრიგებელი "აიაქსის" თავკაცის კანდიდატურის მომხრეა, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

თუმცა, გერმანელი სპეციალისტი 52 წლის ჰოლანდიელთან მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებს, სამომავლო პროექტის დეტალებს კლუბი მხოლოდ თავად ერიკთან განიხილავს.

"მანჩესტერ იუნაიტედს" არც ტენ ჰაგთან და არც რომელიმე სხვა სპეციალისტთან საბოლოო შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევია.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "აიაქსის" მწვრთნელის გამოსასყიდი თანხა 1,7 მილიონ ფუნტს შეადგენს.