ავტორიზაცია

სიაში 3 ფეხბურთელია — მანჩესტერ იუნაიტედი ტენ ჰაგს ტრანსფერებისთვის დიდ თანხას გამოუყოფს

სიაში 3 ფეხბურთელია — მანჩესტერ იუნაიტედი ტენ ჰაგს ტრანსფერებისთვის დიდ თანხას გამოუყოფს
თარიღი 08 აპრ 2022, 18:27

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს ტრანსფერებისთვის დიდ თანხას გამოუყოფს.

როგორც The Telegraph-ი იტყობინება, კლუბს სურს, რომ ახალ მწვრთნელს მხარი დაუჭიროს და მისთვის მნიშვნელოვანი სატრანსფერო ბიუჯეტი უზრუნველყოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ "ეშმაკუნები" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებენ.

ზაფხულში "იუნაიტედს" თავდამსხმელისა და ორი ნახევარმცველის ყიდვა უნდა. აგრეთვე, შესაძლებელია მარჯვენა გარემარბის ტრანსფერიც, მაგრამ ეს პოზიცია ნაკლებად პრიორიტეტულია.

მანიკუნიანელთა სამიზნეთა შორის "ტოტენჰემის" თავდამსხმელი, ჰარი კეინი, "ვესტ ჰემის" ნახევარმცველი, დეკლან რაისი და "ასტონ ვილას" ნახევარმცველი, ჯონ მაკგინი არიან.

გარდა ამისა, როგორც კი ტენ ჰაგის დანიშვნა დადასტურდება, ჰოლანდიელ სპეციალისტს კლუბისთვის თავისი კანდიდატურების შეთავაზებაც შეეძლება.