ბარსელონაში დარჩენის შანსები იზრდება — დემბელემ ერთი გრანდის შეთავაზება უკვე იუარა
"ბარსელონას" გარემარბი, უსმან დემბელე "ჩელსიში" არ გადავა, იტყობინება ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, ხავიერ მატალიანასი.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა "არისტოკრატების" შეთავაზება იუარა.
აქამდე არაერთხელ დაიწერა, რომ "ჩელსის" დემბელეს ხელში ჩაგდება მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს.
მოგეხსენებათ, უსმანს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე ჯერ არ შეთანხმებულან.
მიმდინარე სეზონში დემბელემ ყველა ტურნირზე ერთად "ბარსას" მაისურით 23 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი პასი გააკეთა.