უდიდესი სხვაობა — პარი სენ ჟერმენი მბაპეს რეალზე ბევრად მაღალ ხელფასს სთავაზობს

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, კილიან მბაპე არჩევანს პარიზელებსა და "რეალს" შორის გააკეთებს.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი, გილიემ ბალაგე წერს, ფრანგული კლუბი მზად არის 23 წლის ფორვარდს ორ სეზონში 150 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ამის ფონზე, მბაპეს სურს, რომ "ბლანკოსმა" შეთავაზება გაზარდოს. მადრიდული გრანდი კილიანს წლიურად დაახლოებით 30 მილიონს სთავაზობს.
ფრანგი სუპერვარსკვლავისთვის მაინც "რეალში" გადასვლაა სასურველი ვარიანტი. მისთვის მხოლოდ "სამეფო კლუბი" და "პსჟ" იბრძვიან.
მიმდინარე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე ერთად პარიზელთა მაისურით 38 მატჩი ჩაატარა, 28 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.