ავტორიზაცია

გაწვრთნის თუ არა გვარდიოლა ბრაზილიის ნაკრებს? — უახლესი ინფორმაცია

გაწვრთნის თუ არა გვარდიოლა ბრაზილიის ნაკრებს? — უახლესი ინფორმაცია
თარიღი 09 აპრ 2022, 10:55

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობას ჯერ არ აპირებს.

TNT Sports Brazil-ი აქამდე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და წერს, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია (CBF) 51 წლის ესპანელ სპეციალისტს არ დაკავშირებია.

როგორც აღინიშნება, გვარდიოლა "ქალაქელებთან" 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის ბოლომდე ამოწურვას გეგმავს.

თავის მხრივ, იუწყებოდნენ, რომ "სელესაოს" პეპის მიწვევა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ სურს, როცა გუნდს ამჟამინდელი დამრიგებელი, ტიტე დატოვებს.

მოგეხსენებათ, გვარდიოლა "სიტის" სათავეში 2016 წლის ივლისიდან უდგას.