ავტორიზაცია

გაირკვა, თუ რა გარანტიებს ითხოვს ტენ ჰაგი მანჩესტერის ხელმძღვანელობისგან

გაირკვა, თუ რა გარანტიებს ითხოვს ტენ ჰაგი მანჩესტერის ხელმძღვანელობისგან
თარიღი 09 აპრ 2022, 11:51

ცნობილი გახდა, რას ითხოვს ამჟამად "აიაქსის" მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობისგან დანიშვნის წინ.

ასე და ამგვარად, 52 წლის სპეციალისტს სურს მთლიანად ჩაერთოს კლუბის სატრანსფერო სტრატეგიაში: ეს ითვალისწინებს ახალი ფეხბურთელების შეძენას, მოთამაშეთა წასვლას, აგრეთვე ახალი კონტრაქტების გაფორმებას.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ჰოლანდიელი ამას საკვანძო მომენტად მიიჩნევს.

ახალი ფეხბურთელები ტენ ჰაგისა და მთლიანად კლუბის პროექტის იდეების შესაფერისები უნდა იყვნენ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ამსტერდამელთა ამჟამინდელი დამრიგებელი "მანჩესტერ იუნაიტედს" სათავეში მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ჩაუდგება.