ავტორიზაცია

რას ფიქრობს ჰოლანდი მანჩესტერ იუნაიტედში შესაძლო გადასვლაზე?

რას ფიქრობს ჰოლანდი მანჩესტერ იუნაიტედში შესაძლო გადასვლაზე?
თარიღი 09 აპრ 2022, 12:38

როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN-ი იტყობინება, "დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას არ აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნორვეგიელი შიშობს, რომ მანიკუნიანელები მის ამბიციებს ვერ აკმაყოფილებენ, ამიტომაც "ეშმაკუნების" ინტერესი უარყო.

მიუხედავად ამისა, ფინანსური თვალსაზრისით, "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის ნებისმიერი შეთავაზება გაიმეოროს.

თუმცა, ჰოლანდი საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას მხოლოდ სპორტული პროექტის პერსპექტივის საფუძველზე მიიღებს და არა იმაზე, სად შეეძლება მეტი ფულის გამომუშავება.

ამიტომაც, ერლინგს "მანჩესტერ სიტიში" გადასვლის ვარიანტი უფრო ხიბლავს, რომელსაც სათავეში პეპ გვარდიოლა უდგას.