ავტორიზაცია

დიბალას, რომელიც ზაფხულში იუვენტუსს დატოვებს, პრემიერ ლიგიდან ორი მსურველი ჰყავს

დიბალას, რომელიც ზაფხულში იუვენტუსს დატოვებს, პრემიერ ლიგიდან ორი მსურველი ჰყავს
თარიღი 09 აპრ 2022, 13:29

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელის, პაულო დიბალას ხელში ჩაგდება ინგლისის ჩემპიონატის ორ კლუბს სურს.

როგორც ცნობილი გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს, 28 წლის არგენტინელისადმი ყურადღებას "არსენალი" და "ნიუკასლი" იჩენენ, თუმცა მოლაპარაკებებში პროგრესი ჯერ არ შეიმჩნევა.

თავად პაულო იტალიის დატოვებას ისურვებდა, მაგრამ თუ ევროპაში შესაფერის ვარიანტს ვერ იპოვის, შესაძლოა "ინტერში" გადავიდეს.

მოგეხსენებათ, დიბალას "ბებერ ქალბატონთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და მხარეები თანამშრომლობას აღარ გააგრძელებენ.

მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელმა ყველა ტურნირზე ერთად "იუვეს" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი პასი გააკეთა.