ავტორიზაცია

"ყველა ასპექტში უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია", - ალვეშმა მბაპესა და ჰოლანდს შორის არჩევანი გააკეთა

"ყველა ასპექტში უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია", - ალვეშმა მბაპესა და ჰოლანდს შორის არჩევანი გააკეთა
თარიღი 09 აპრ 2022, 14:12

"ბარსელონას" მარჯვენა მცველი, დანი ალვეში მიიჩნევს, რომ კატალონიურმა გრანდმა "პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე უნდა იყიდოს და არა "დორტმუნდის" ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი.

"ჰოლანდის შესაძენად მთელ ძალისხმევას არ გავიღებდი. გულახდილად ვამბობ, მასში ბევრ ფულს არ დავხარჯავდი. მბაპეში კი, ჰოლანდში - არა".

"სპორტული დირექტორის როლს არ ვთამაშობ, მაგრამ პირველ რიგში მბაპეზე გავაკეთებდი ფსონს. ყველა ასპექტში უფრო სრულყოფილი ფეხბურთელია".

"თუ უზარმაზარი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავ, ეს საუკეთესოდ უნდა გააკეთო. ყველაფერი ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, არჩევანს მბაპეზე შევაჩერებდი", - ციტირებს ალვეშის სიტყვებს Diario Sport-ი.

მოგეხსენებათ, თავად 38 წლის ბრაზილიელი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" გასული წლის ნოემბერში შეუერთდა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.