ავტორიზაცია

რონალდინიო: "ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ხავი მწვრთნელი გახდებოდა, მაშინაც კი, როცა ერთად ვთამაშობდით"

რონალდინიო: "ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ხავი მწვრთნელი გახდებოდა, მაშინაც კი, როცა ერთად ვთამაშობდით"
თარიღი 10 აპრ 2022, 10:59

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ხავის შესახებ ისაუბრა.

"ყველაფერი, რასაც აკეთებს, კარგად მიდის. მის გამო ძალიან გახარებული ვარ და ვიმედოვნებ, ასე გაგრძელდება", - ციტირებს კატალონიელთა ექს-თავდამსხმელის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

"არა მხოლოდ დიდი ფეხბურთელი, ბრწყინვალე ადამიანიცაა. კარგია, "ბარსელონაში" რომ დაბრუნდა. ძალიან ბედნიერი ვარ".

"ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მწვრთნელი გახდებოდა, მაშინაც კი, როცა ერთად ვთამაშობდით. ჩემთვის ეს სიურპრიზი არ ყოფილა და ძალიან მიხარია მისი "ბარსაში" დაბრუნება".

"წარმატებებს ვუსურვებ და იმედი მაქვს, რაღაც დიდს მიაღწევს. ეჭვგარეშე. ფეხბურთელის რანგში ეს უკვე გააკეთა", - დასძინა რონალდინიომ.

შეგახსენებთ, ხავი "ბლაუგრანას" სათავეში გასული წლის ნოემბერში ჩაუდგა და 2024 წლის 30 ივნისამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა.