"ძალიან მინდა, რომ გადმოვიდეს, უძლიერესი მოთამაშეა", - რონალდინიომ ბარსელონას ფეხბურთელი ურჩია

"ბარსელონას" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ კატალონიურ გრანდს "ლიდსის" გარემარბის, თანამემამულე რაფინიას შეძენა ურჩია.
"ძალიან მინდა, რომ გადმოვიდეს. უძლიერესი ფეხბურთელია", - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Marca.
"თავისი სათამაშო თვისებების წყალობით ესპანურ ფეხბურთს კარგად მოერგებოდა", - დასძინა რონალდინიომ.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ინგლისურ კლუბს 25 წლის სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ 40+10 მილიონ ევროს შესთავაზებენ.
მიმდინარე სეზონში რაფინიამ, რომელსაც "ლიდსთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება, ყველა ტურნირზე ერთად 29 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი პასი გააკეთა.