ავტორიზაცია

პოჩეტინო მბაპესა და პსჟ-ს შესახებ: "კლუბისთვის და კილიანისთვის უმჯობესი იქნება, თუ დარჩება"

პოჩეტინო მბაპესა და პსჟ-ს შესახებ: "კლუბისთვის და კილიანისთვის უმჯობესი იქნება, თუ დარჩება"
თარიღი 10 აპრ 2022, 11:08

"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ პარიზელთა თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.

"როგორც მწვრთნელს, კილიანისთვის და კლუბისთვის საუკეთესო მინდა", - აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.

"კლუბისთვის უკეთესი იქნება, თუ კილიანი დარჩება. ასე იქნება უმჯობესი თავად კილიანისთვისაც".

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - დასძინა პოჩეტინომ RMC Sport-თან საუბრისას.

მოგეხსენებათ, 23 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით, მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე არ შეთანხმებულან.

აქამდე გავრცელებული არაერთი ინფორმაციის თანახმად, მბაპეს გადაბირების მთავარი ფავორიტი მადრიდის "რეალია".