ავტორიზაცია

BREAKING: პსჟ-ს ხელმძღვანელობა მბაპეს არაამქვეყნიურ წინადადებას სთავაზობს, დეტალებიც გაირკვა

BREAKING: პსჟ-ს ხელმძღვანელობა მბაპეს არაამქვეყნიურ წინადადებას სთავაზობს, დეტალებიც გაირკვა
თარიღი 10 აპრ 2022, 12:57

"პარი სენ ჟერმენის" ხელმძღვანელობა გუნდის თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შენარჩუნებას ცდილობს.

ფრანგული კლუბი მზად არის 23 წლის სუპერვარსკვლავს კონტრაქტის გაფორმებისთვის ბონუსის სახით 150 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 180 მლნ ევრო) გადაუხადოს, რათა თანამშრომლობის კიდევ ორი სეზონით გაგრძელებაზე დაითანხმოს.

აქამდე, "პსჟ" კილიანს 125 მილიონ ფუნტიან (დაახლოებით 150 მლნ ევრო) ბონუსს სთავაზობდა, მაგრამ ახლა ეს თანხა კიდევ 25 მლნ ფუნტით (თითქმის 30 მლნ ევრო) გაზარდა, წერს ავტორიტეტული გამოცემა ВВС.

გარდა ამისა, პარიზელები მბაპეს წლიური ხელფასის სახით 21 მილიონ ფუნტს (დაახლოებით 25 მლნ ევრო) ჰპირდებიან.

მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი შეთავაზებისა, ახალგაზრდა ფრანგი უპირატესობას კვლავ მადრიდის "რეალს" ანიჭებს, რომელსაც ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შეუთანხმდა კონტრაქტის ფინანსურ პირობებზე.

თუმცა, "პსჟ"-ს ახალმა შეთავაზებამ საქმე იქამდე მიიყვანა, რომ მბაპეს "სამეფო კლუბთან" ხელშეკრულების პირობების ხელახლა განხილვა სურს.

ფეხბურთელის ინტერესებს მისი მშობლები იცავენ, მათ კი კილიანისთვის კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. თუ ფორვარდი დარჩება, მაშინ ისინი 42 მლნ ფუნტს (50 მლნ ევროზე ცოტა მეტი) მიიღებენ საკომისიოს სახით.

"რეალი" გართულებულ სიტუაციას მშვიდად ხვდება, რადგან იცის, რომ მბაპეს უკვე შეუთანხმდა. კლუბი ტრანსფერის გაჩარხვაში დარწმუნებულია. ამის გამო, მადრიდელები "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდისადმი სერიოზულ ინტერესს აღარ იჩენენ.

მიმდინარე სეზონში კილიანმა ყველა ტურნირზე ერთად "პსჟ"-ს რიგებში 39 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და 22 შედეგიანი პასი გააკეთა.