ავტორიზაცია

"კაზემიროსადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად", - ხავიმ მსოფლიოს საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველი დაასახელა

"კაზემიროსადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად", - ხავიმ მსოფლიოს საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველი დაასახელა
თარიღი 10 აპრ 2022, 14:18

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ კატალონიელთა ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსისადმი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"ბუსკეტსი მსოფლიოს საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველია, თანაც დიდი უპირატესობით, კაზემიროსადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად".

"რაც არ უნდა გააკეთოს, განსაკუთრებულ დონეზე აკეთებს, მაგრამ კლუბში ყველაზე მეტად მაინც სწორედ მას აკრიტიკებენ. არავინ გვაძლევს იმდენს, რამდენსაც ბუსკეტსი".

"ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ძალა. ბრწყინვალედ მუშაობს ბურთთან ერთად და დაცვაში პრობლემები არ აქვს".

"მისი შემცვლელის პოვნა ადვილი არ იქნება. ფრენკი დე იონგი და ნიკო გვყავს, რომლებსაც ამ პოზიციაზე თამაში შეუძლიათ, მაგრამ ბუსკეტსი სისტემური მოთამაშეა", - ციტირებს ხავის სიტყვებს Mundo Deportivo.