ავტორიზაცია

მბაპე ნეიმარსა და მესიზე: "ვწუხვარ, რომ მხოლოდ ახლა შევთამაშდით, მაგრამ ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა"

მბაპე ნეიმარსა და მესიზე: "ვწუხვარ, რომ მხოლოდ ახლა შევთამაშდით, მაგრამ ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა"
თარიღი 10 აპრ 2022, 14:25

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ ლიგა 1-ის 31-ე ტურში "კლერმონთან" (6:1) მოგებული მატჩის შემდეგ თანაგუნდელების, ნეიმარისა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

"ვწუხვარ, რომ ურთიერთგაგება მხოლოდ ახლა ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა, მრავალი გარემოება არსებობდა, რამაც ასეთი შეფერხება გამოიწვია".

"მაგრამ ვგრძნობთ, გამოცდილი ფეხბურთელები ვართ და ვცდილობთ, გუნდს მაქსიმალურად დავეხმაროთ. დღეს ეს გამოგვივიდა".

"ასეთია ცხოვრება. ზოგჯერ იმარჯვებ, ზოგჯერ მარცხდები. წინ უნდა ვიყუროთ. უსიამოვნო მომენტები გვქონდა და ტკივილი დღემდე იგრძნობა, მაგრამ ოპტიმიზმი უნდა შევინარჩუნოთ".

"უნდა დავამტკიცოთ, რომ დიდი კლუბი, დიდი გუნდი ვართ და ტიტულების მოგება გვინდა", - ციტირებს მბაპეს სიტყვებს Canal+.