ავტორიზაცია

"სილესენმა მამარდაშვილის აფეთქებას ვერ გაუძლო", - ესპანური პრესა ნიდერლანდელის წასვლას აანონსებს

"სილესენმა მამარდაშვილის აფეთქებას ვერ გაუძლო", - ესპანური პრესა ნიდერლანდელის წასვლას აანონსებს
თარიღი 10 აპრ 2022, 18:08

Larazon-ის მტკიცებით, "ვალენსია" ზაფხულში იასპერ სილესენს დაემშვიდობება. ესპანური გამოცემა გიორგი მამარდაშვილისა და ნიდერლანდელი მეკარის კონკურენციის შესახებ წერს შემდეგს:

"მამარდაშვილის აფეთქება საზიანო გამოდგა სილესენისთვის. ის ზაფხულში შესაძლოა ერედივიზიონში დაბრუნდეს. იასპერს "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს".

"სამშობლოში მეკარით "პსვ" არის დაინტერესებული, რომელიც ახალ გოლკიპერს ეძებს და აქცენტს სწორედ ესპანური გუნდის კარის დარაჯზე აკეთებს. გუნდს ჰოლანდიელის შეძენა მოუწევს, რადგან "ღამურები" მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგნი იქნებიან".

"რაც შეეხება გიორგის, "რაიოსთან" შეხვედრის შემადგენლობა კოპა დელ რეის ფინალის გათვალისწინებით იქნება შერჩეული. "კადისთან" ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, როცა მან რამდენიმე მონაკვეთში გაიბრწყინა, გუნდის კარში კვლავ მას ვიხილავთ".

"მურსელაგოსის გამოცდილ მეკარეს ქართველ გოლკიპერთან კონკურენცია გაუჭირდება. რეალურია, რომ ბორდალასმა კოპა დელ რეის ფინალსა და ლა ლიგის დარჩენილ მატჩებში მთავარი კარის დარაჯის სტატუსი სწორედ მეორედ მიანიჭოს", - წერს ესპანური პრესა.