ავტორიზაცია

"მამარდაშვილი უსწრებს კანისარესს და უტოლდება პალოპს", - ესპანური პრესის სტატისტიკური განხილვა

"მამარდაშვილი უსწრებს კანისარესს და უტოლდება პალოპს", - ესპანური პრესის სტატისტიკური განხილვა
თარიღი 08 აპრ 2022, 11:31

Plazadeportiva-მ "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. ესპანურმა გამოცემამ ახალგაზრდა ქართველი გოლკიპერის მიმართებაში რამდენიმე სტატისტიკური მაგალითი მოიყვანა:

"მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში შესანიშნავად დაბრუნდა. ის "ვალენსიას" კარში მბრძანებლის ფუნქციას იბრუნებს. გიორგის შედეგებიც ბრწყინვალეა: ბოლო 10 მატჩში 7 გაშვებული გოლი და აქედან ზედიზედ 5 მშრალი მატჩი".

"რიცხვები უმჯობესდება და მისი თავდაჯერებულობა და გულშემატკივრების მხარდაჭერაც კიდევ უფრო იზრდება. ამ მონაცემების გათვალისწინებით, გუნდის ისტორიაში, ქართველი არის მეორე საუკეთესო მეკარე, რომელიც ერთ მატჩში საშუალოდ 0.88 გოლს უშვებს".

"16 შეხვედრაში მან 14 გოლი გაუშვა. მსგავსი შედეგი აქვს პალოპსაც - 0.88 გაშვებული გოლი ერთ თამაშში და ის ოდნავ ჯობნის კანისარესს, რომელსაც ერთ მატჩში საშუალოდ 0.90 ბურთი ჰქონდა გაშვებული".

"ამის მიუხედავად, სილესენის დაბრუნების შემდეგ, კვლავ იქმნება ეჭვი, შეძლებს თუ არა "ღამურების" ახალგაზრდა კარის დარაჯი მისთვის კონკურენციის გაწევას და ძირითად შემადგენლობაში ადგილის შენარჩუნებას", - წერს Plazadeportiva