ავტორიზაცია

"ქართული კედელი უფრო და უფრო მყარი ხდება!", - As-ი მამარდაშვილის შესახებ

"ქართული კედელი უფრო და უფრო მყარი ხდება!", - As-ი მამარდაშვილის შესახებ
თარიღი 04 აპრ 2022, 10:48

ავტორიტეტულმა As-მა "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაში გამოარჩია. შეგახსენებთ, ქართველი გოლკიპერი "კადისთან" მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა:

"სულ უფრო მყარი ქართული კედელი. ახლა ყველაფერი მამარდაშვილის საკუთრებაა. სილესენის დაბრუნების შემდეგ, ბორდალასი ნდობას კვლავ ახალგაზრდა მეკარეს უცხადებს.

თამაშის მიმდინარეობისას გიორგიმ ნეგრედოს ურთულესი დარტყმა აუღო და შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა. ამ მომენტის გარდა, მისი თამაში კარგი საჰაერო გამოსვლებით ხასიათდებოდა", - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ "ღამურების" კარის დარაჯი ესპანეთში გადმობარგდა გასულ ზაფხულს და ის თავდაპირველად სასტარტო შემადგენლობის მეკარედ არც განიხილებოდა.

22-წლის გოლკიპერმა სეზონი დაიწყო "მურსელაგოსის" მთავარ გუნდში, შემდეგ იყო გარკვეული სირთულეები, თებერვალში კი ის დაბრუნდა. იმის შემდეგ, "ლოს ჩეს" 28-ე ნომერი ადგილს არავის უთმობს.

უდიდესი მიღწევა - გიორგი მამარდაშვილის მორიგი მშრალი თამაში და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება!