ავტორიზაცია

მამარდაშვილი თუ სილესენი? - As-ი ვალენსიას მეკარეებს განიხილავს

მამარდაშვილი თუ სილესენი? - As-ი ვალენსიას მეკარეებს განიხილავს
თარიღი 31 მარ 2022, 15:48

As-მა "ვალენსიას" მეკარეებს, გიორგი მამარდაშვილსა და იასპერ სილესენს სტატია მიუძღვნა. ესპანური გამოცემა მსჯელობს იმის შესახებ, თუ რომელი გოლკიპერი უნდა იდგეს "ღამურების" კარში.

"სეზონი მამარდაშვილმა დაიწყო, მოგვიანებით, სასტარტოს მეკარის ფუნქციები სილესენმა გადაიბარა, შემდეგ მან ტრავმა მიიღო და შანსი დომენეკს ჰქონდა, ბოლო თვე-ნახევრის მანძილზე კი გიომ ძირითადში ადგილი დაიბრუნა.

მომდევნო კვირას იასპერიც სრულ მზადყოფნაში იქნება და ბორდალასს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. რა თქმა უნდა, კადისთან შეხვედრა ისეთი მნიშვნელოვანი არაა, როგორც ბეტისთან ჩანიშნული ფინალური მატჩი.

ამის მიუხედავად, თუ მან, რომელმაც სამი თვე იუქმა, გადამწყვეტ დაპირისპირებამდე რამდენიმე შეხვედრა არ ჩაატარა, კოპა დელ რეის ფინალში მისი ხილვის შანსები შემცირდება.

ნიდერლანდელ მეკარეს დიდი ხანი გაუცდა. ამიტომ, მწვრთნელის მომდევნო გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანია", - წერს As-ი "მურსელაგოსის" კარის დარაჯების შესახებ.