ავტორიზაცია

"ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, როგორც 2019-ში", - ესპანური პრესა მამარდაშვილს სილესენზე წინ აყენებს

"ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, როგორც 2019-ში", - ესპანური პრესა მამარდაშვილს სილესენზე წინ აყენებს
თარიღი 29 მარ 2022, 16:39

Deportevalenciano-მ "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. ესპანური გამოცემა მოსაზრებას გამოთქვამს, რომ "ღამურების" სასტარტოში სწორედ ქართველი უნდა დარჩეს.

"ჩვენი გადმოსახედიდან გადაწყვეტილების მიღება მარტივია და ვთვლით, რომ ბორდალასი მამარდაშვილისთვის სათამაშო დროის მიცემას ახლო მომავალშიც გააგრძელებს.

ის კარგად ასპარეზობს, ვალენსია უკეთ გამოიყურება, მშრალად ჩატარებული შეხვედრების რაოდენობაც იმატებს და არავის ეპარება ეჭვი, რომ გიორგი თავისი გუნდის მომავალი მეკარეა.

ამ შემთხვევაში ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, როგორც 2019 წელს მოხდა. კოპა დელ რეის ფინალში იმ გოლკიპერმა უნდა ითამაშოს, რომელმაც ბოლო შეხვედრები ჩაატარა.

სილესენი მაღალი დონის მეკარეა და ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ამჯერად, ყველაფერი სხვანაირადაა, სასტარტო შემადგენლობაში ადგილს სწორედ ქართველი იმსახურებს", - წერს Deportevalenciano.