ავტორიზაცია

"მამარდაშვილის სახით, ვალენსიამ უდიდესი ტრანსფერი განახორციელა", - ესპანური პრესა

"მამარდაშვილის სახით, ვალენსიამ უდიდესი ტრანსფერი განახორციელა", - ესპანური პრესა
თარიღი 06 აპრ 2022, 22:15

Deportevalenciano-მ "ვალენსიას" მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. ესპანურმა გამოცემამ აღნიშნა, რომ ქართველი გოლკიპერის გაფორმების სახით, "ღამურებმა" უდიდესი ტრანსფერი განახორციელეს.

"სატრანსფერო ფასისა და თამაშის ხარისხის გათვალისწინებით, მამარდაშვილის გადაბირება მიმდინარე სეზონის უდიდესი ტრანსფერი იყო. ის "ვალენსიას" სარეზერვო გუნდისთვის გადმოვიდა".

გიორგის თითქმის არავინ იცნობდა, თუმცა ქართველი ის გუნდის ძირითადი მეკარე გახდა და სევილიაში ჩანიშნული კოპა დელ რეის ფინალში თამაშის მთავარი კანდიდატი გახლავთ".

საუკეთესო ისაა, რომ "ღამურებმა" მომავლის მეკარე იპოვნეს, რომელიც თამაშიდან თამაშამდე უმატებს", - წერს Deportevalenciano "მურსელაგოსის" კარის დარაჯის შესახებ.