ავტორიზაცია

ხავი ტრანსფერებზე: "ჩვენს ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ"

ხავი ტრანსფერებზე: "ჩვენს ამჟამინდელ ეკონომიკურ მდგომარეობას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ"
თარიღი 11 აპრ 2022, 11:37

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის კატალონიური გრანდის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ფინანსურად "ლურჯ-ბროწეულისფრები" ამჟამად არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებიან.

"ისეთ ეკონომიკურ სიტუაციაში ვართ, როგორშიც აღმოვჩნდით. ჩვენ აქ ექსცესებისთვის არ ვართ. გუნდი გვყავს, მაგრამ შემადგენლობას მომდევნო წლისთვისაც ვამზადებთ".

"კლუბის დირექტორებმა, მატეუ ალემანიმ და ჯორდი კრუიფმა, აგრეთვე პრეზიდენტმა ჩემი პრიორიტეტების შესახებ იციან, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ასეთია ჩვენი ვითარება ახლა", - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

შეგახსენებთ, ხავი "ბლაუგრანას" სათავეში გასული წლის ნოემბერში ჩაუდგა და 2024 წლის 30 ივნისამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერა ხელი.